პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოუწოდებს შიმშილობა შეწყვიტოს.
„როგორც ექიმი, სააკაშვილს მოვუწოდებდი, რომ შიმშილობა შეწყვიტოს და საფრთხეს ნუ უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას“, – აცხადებს სერგეენკო.
კითხვაზე, რამდენად შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდეს მისი გათავისუფლების საფუძველი, სერგეენკო აცხადებს, რომ ყველა ადამიანის ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია.
“აქ მე ვერ განვასხვავებ ადამიანურად და პროფესიულად ყოფილი პრეზიდენტია, თუ ვინმე სხვა პატიმარი. ყველას ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია. ნამდვილად მჯერა, რომ ექიმები, ვინც ჩართულები არიან მისი მდგომარეობის მონიტორინგში ყველაფერს გააკეთებენ, რომ გართულებები არ იყოს“, – განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა დაკავებიდან მეორე დღეს შიმშილობა გამოაცხადა.
