„ყური მომჭრა, როდესაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილის ერთ სიაში მოათავსა – უადგილო შედარება იყო“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, მისასალმებელია, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს.
„გამოჩნდება, რაში შეიძლება გამოიხატებოდეს ეს. რაც შეეხება შეწყალებას (მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას), ეს მისი დისკრეციული უფლებაა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს. თუ გადაიფიქრა, გამოჩნდება.“– განაცხადა დავით სერგეენკომ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი: „არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს.“ –განაცხადა პრეზიდენტმა.