LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი შამბა: „ვერ დავრჩებით ტრაგედიის მიმართ გულგრილები – თურქეთს მაშველებით დახმარებას ვთავაზობთ“

136
სერგეი შამბა

„ვერ დავრჩებით თურქეთსა და სირიაში ჩვენი ძმების და დების ტრაგედიის მიმართ გულგრილები. გვაქვს შესაძლებლობა გავგზავნოთ როგორც ჰუმანიტარული დახმარება, ასევე ჩვენი მაშველთა ჯგუფი“, – აფხაზური მედიის ცნობით, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.

როგორც შამბამ აღნიშნა, აფხაზურმა მხარემ თურქეთის ხელისუფლებას შესაბამისი ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: შეუძლებელია მსგავსი კატასტროფისთვის მზად იყო

„აფხაზეთი მზადაა დაზარალებული თანამემამულეების მისაღებად გეგმა შეიმუშაოს.“ – თქვა სერგეი შამბამ.

ცნობისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჰათაიში, თურქეთის სამხრეთ პროვინციაში იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა რიცხვი ყველაზე მაღალია. ოფიციალური მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა.

„გულაჩუყებული და ამაყი ვარ ჩემი ხალხით…ტელეფონები არ ჩერდება, რეკავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ითხოვენ სტიქიის ზონაში წასვლას მაშველებად, ექიმებად, ექთნებად“ – საქართველოში თურქეთის საელჩოს თანამშრომელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g