LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო 22 ნოემბრამდე იქნება

99
Untitled design (1)

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 22 ნოემბრამდე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ მქონე პირებმა მიიღეს. 22 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე ➡ გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები

არის თუ არა ქვეყანაში გრიპის ვირუსი და როდის უნდა ველოდოთ შემთხვევების პიკს – ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

 

mazda magti 5g