LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შაკირა ფრთხილად, ისინი მოდიან“ – ახალი ცხოვრება, ახალი სახლი და ძველი პრობლემები – უახლესი დეტალები შაკირა-პიკეს დრამატული „ქეისიდან“

279
page

დრამატული ერთი წლის შემდეგ, შაკირამ შვილებთან ერთად მაიამიში  ახალი ცხოვრება დაიწყო. მედიის ცნობით, მან უკვე შეიძინა ვარსკვლავურ უბანში უზარმაზარი სახლი, სადაც შვილებთან და მშობლებთან ერთად იცხოვრებს. ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა ახალი სახლის ფოტოები.

რამდენიმე დღის წინ შაკირა ვაჟებთან ერთად მაიამიში ჩასვლის შემდეგ პირველად გადაიღეს. არტისტი საკმაოდ მხიარულად გამოიყურებოდა.

ტაბლოიდების ცნობით, მალე შაკირას ყოფილ პარტნიორთან, ჟერარ პიკესთან შეხვედრა ელოდება.

შეთანხმების მიხედვით, პიკემ შვილებთან თვეში 10 დღე უნდა გაატაროს. როგორც ირკვევა,  შაკირამ მას სთხოვა, რომ ვიზიტის დროს თან კლარა ჩია მარტი არ წამოეყვანოს. ვნახოთ,  გაითვალისწინებს თუ არა თხოვნას ფეხბურთელი.

„შაკირა ფრთხილად, ისინი მოდიან“, „შაკირამ, შენ მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას იმსახურებ“, – წერენ კომენტარებში.

„გამგზავრების წინ შაკირამ ჟერარ პიკეს დაურეკა“ – ახალი დეტალები

„ძვირფასო მეგობრებო და ჟურნალისტებო“ – შაკირა ვრცელ მიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები