ცნობილი ფსიქოლოგი და პედაგოგი, შალვა ამონაშვილი „სალომე კასრაძის პოდკასტში“ სტუმრობისას საქართველოში ოჯახური ინსტიტუტის კრიზისსა და ამ პროცესის პრევენციის გზებზე ამახვილებს ყურადღებას.
ფსიქოლოგი ხაზს უსვამს, რომ შვილის პოზიტიური სოციალიზაცია პირდაპირპროპორციულია მშობლის მიერ გამოვლენილი ქმედითი მაგალითისა.
„ნახევარი ოჯახებისა საქართველოში ირღვევა. რა ხდებოდა დარღვევამდე, ჩხუბი და აყალმაყალი ოჯახში. მივმართავ დედებსაც და მამებსაც, გინდათ რომ კარგი შვილები გყავდეთ? მაშინ თქვენ თვითონ გახდით საუკეთესოები. თქვენს მშობლებს ეცით პატივი და შვილმაც დაინახოს ეს. მეზობელს, ან გამვლელს ეცი პატივი, რომ ბავშვმა დაინახოს. ასეთ დროს ბავშვი გაგვეზრდება საუკეთესო“
