უნიკალური ფორმატის პროექტი, რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. საგნობრივ მასწავლებლებს, საშუალება ეძლევათ ნახონ ჰუმანური გაკვეთილის ნიმუში და გაეცნონ პრაქტიკულ ხერხებს, რომლებსაც შემდეგ საკუთარ გაკვეთილებზე დანერგავენ.
18 მაისს “ამონაშვილის აკადემია მშობლებისათვის” “საქართველოს უნივერსიტეტის სკოლასთან” ერთად, პედაგოგებისათვის შალვა ამონაშვილის ღია გაკვეთილებს წარმოადგენს.
ღონისძიებას მთელი საქართველოს მასშტაბით 600-მდე პედაგოგი სრულიად უფასოდ დაესწრება, სადაც ნაჩვენები იქნება მათემატიკის, ქართული ენისა და მეტყველების ღია გაკვეთილები.
ჰუმანური პედაგოგიკა მსოფლიოში ცნობილი მონტესორის სკოლისა და ფინური მეთოდის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს, ის მოსწავლეებში ბევრად უკეთეს შედეგს აჩვენებს, როგორც საგნის ათვისების, ასევე მოსწავლეთა სოციალიზაციისა და აღზრდის კუთხით.
შალვა ამონაშვილი გახლავთ ცნობილი ფსიქოლოგი, პედაგოგი და აკადემიკოსი, ჰუმანური პედაგოგიკის მიმდინარეობის დამაარსებელი. მას დაარსა ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრი და 200-ზე მეტი ლაბორატორია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ის ყოველწლიურად ატარებს ტრენინგებს მასწავლებლებისა და მშობლებისათვის მრავალ ქვეყანაში.
ღონისძიება 18 მაისს, 10:00-19:00-მდე, სასტუმრო ბილტმორ თბილისში ჩატარდება.
