LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ამერიკულ „ფარას“ სიტყვა-სიტყვით ავიღებთ და საქართველოში გადმოვიტანთ – თუ რაიმე კითხვა გაქვთ, მიმართეთ აშშ-ს ან მის საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას, რას ნიშნავს ეს კანონი ამერიკაში“

121
შალვა პაპუაშვილი (1)

„ის სკანდალური მხილებები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან აშშ-ს საგარეო დახმარების არაჯეროვნად გამოყენებასთან დაკავშირებით ვხედავთ, არის ჩვენთვის სიგნალი იმისა, რომ ჩვენს კანონმდებლობას ჩავხედოთ და ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავის დაცვა გარე ჩარევებისგან შეძლოს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ მედიასთან დაკავშირებით დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ შტატების საგარეო დახმარება ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოიყენებოდა საკუთარი გავლენების გასატარებლად სხვა ქვეყნებში.

მამუკა მდინარაძე: პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, ზეწოლა, შანტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის და ქაოსის მცდელობები ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამ ყველაფერზე

„როგორც იცით, ჩვენ ორი თვის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ სხვადასხვა მიმართულებით კანონმდებლობაზე, რომლის მიზანია საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარე ჩარევის შეზღუდვა, რომელიც, როგორც ხედავთ, მთლიანად მსოფლიოსთვის არის გამოწვევა.

ის სკანდალური მხილებები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან აშშ-ს საგარეო დახმარების არაჯეროვნად გამოყენებასთან დაკავშირებით ვხედავთ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის სიგნალი იმისა, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენს კანონმდებლობას ჩავხედოთ და ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავის დაცვა გარე ჩარევებისგან შეძლოს.

დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარება ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოიყენებოდა საკუთარი გავლენების გასატარებლად სხვა ქვეყნებში, ამისთვის ისინი სხვადასხვა ორგანიზაციებს ადგილზე იყენებდნენ, რომელიც მათ შორის, ფუძნდებოდა ზუსტად ამ მიზნით, რომ მომსახურებოდა საგარეო ინტერესების გატარებას, იქნებოდა ეს არაკომერციული ორგანიზაციები, თუ მედიასაშუალებები.

თქვენ ნახეთ, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ცნობილი მედიასაშუალებებიც კი აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა საბიუჯეტო სახსრებიდან ყოფილა დაფინანსებული და აქედანაც ირკვევა, რომ მაგალითად: „პოლიტიკო“ ან სხვა გამოცემა, რომელიც მიკერძოებულად აშუქებდნენ ამა თუ იმ მოვლენებს და პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდათ ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფების მხარდასაჭერად, თუ სხვა ლიდერების წინააღმდეგ სამუშაოდ.

ამიტომ ამ სკანდალურმა მხილებებმა, რა თქმა უნდა, გვიბიძგა, რომ ამაზე უფრო მეტი ვიფიქროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემდეგი ორი თვის განმავლობაში ამ იდეებზე ვიმუშავებთ, უახლოეს პერიოდში დავაინიციირებთ კანონპროექტებს და ამის საჯარო განხილვა გვექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ ამერიკაში არსებული „ფარას“ კანონი ზუსტი თარგმანით საქართველოში გადმოიტანონ.

გორდულაძე: „მოქმედი კანონმდებლობა იმ ადამიანების მოთოკვას ვერ უზრუნველყოფს, რომელთაც მშვიდობიან პროტესტთან საერთო არაფერი აქვთ! ვამკაცრებთ კანონს, რათა ვემსახუროთ სამშობლოს!“

„რაც შეეხება „ფარას“, თქვენ ნახეთ, რომ ბევრი შეეცადა, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ბუნდოვანი გარემო შეექმნათ. მათ შორის, თარგმანში დაეკარგათ უცხოელები იმისთვის, რომ დისკრედიტაცია გამჭვირვალობის იდეის მოეხდინათ. ამიტომაც ჩვენ ვამბობთ – აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატები, არავის ეპარება ეჭვი, რომ მისი მოწყობა, კანონმდებლობა, სისტემა შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს.

აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა „ფარასთან“ დაკავშირებით, სიტყვა-სიტყვით ავიღებთ და საქართველოში გადმოვიტანთ. თუ კი რაიმე კითხვა გაქვთ კანონთან დაკავშირებით, მიმართეთ აშშ-ს ან მის საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას, რას ნიშნავს ეს ამერიკაში და ა.შ.“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g