LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს“

117
შალვა პაპუაშვილი

„ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს“.

„თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად დაინიშნა პრემიერი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სხვა ქვეყანაში რადიკალების ანტისამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოდის.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g