ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ბოლოდროინდელ ემოციურ მდგომარეობაზე საუბრობს.
ცნობილია, რომ თამუნა მუსერიძემ მეუღლესთან 12-წლიანი ურთიერთობა დაასრულა. როგორც თავად ამბობს, გადაწყვეტილების მიზეზი ღალატი გახდა.
ჟურნალისტის თქმით, სოციალურ ქსელში გამომწერები მას ურჩევენ, საჯაროდ გამოაქვეყნოს იმ ადამიანის ფოტო, ვისთანაც ქმარმა უღალატა, თუმცა როგორც თამუნა მუსერიძე აღნიშნავს, ის ამას არ აპირებს.
„მეუბნებიან, დადე ფოტო, სახელი და გვარი, მისი ფეისბუქი.. საჯაროდ „ვათრიოთო“. არაფერს არ დავდებ და არც არავის ვათრევინებ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მეცოდება – თავისი გაჭირვება ეყოფა. ადამიანი ამ ნაბიჯს რომ გადადგამს, ცოდოა. მეორე – არ ვაპირებ არავის თრევას. მჯერა, რასაც აკეთებ, ის აუცილებლად უკან გიბრუნდება. იმ ადამიანს ადრე თუ გვიან უკან დაუბრუნდება. იყოს თავისთვის. თავის თავს უფრო მეტი დაუშავა, ვიდრე მე“,- აღნიშნავს თამუნა მუსერიძე.
