LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში“

146
შალვა პაპუაშვილი, მზია ამაღლობელი

„გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში, მაგრამ, ისევე, როგორც არაერთხელ, არცერთი ეს საელჩო ბოდიშს არ მოიხდის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

პაპუაშვილი ეხმაურება 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივ განცხადებას ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენთან დაკავშირებით.

„ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზირებულ განაჩენს“ – 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა განცხადების ხელმომწერი დიპლომატიური წარმომადგენლობები აცხადებენ, რომ „გმობენ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს“ და აღნიშნავენ, რომ „მზია ამაღლობელის საქმე და “ბათუმელებსა” და “ნეტგაზეთზე” განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი […]

„გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში.

მაგრამ, ისევე, როგორც არაერთხელ, არცერთი ეს საელჩო ბოდიშს არ მოიხდის. როგორც არ მოიხადეს ბოდიში სააკაშვილის საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში მელიას საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში გვარამიას საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში რუსთავი 2-ის საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში პარლამენტის შტურმის საქმეზე. საერთოდ არც ერთ საქმეზე, რომელშიც ეს საელჩოები სტრასბურგის სასამართლოში მტყუანი აღმოჩნდნენ, ბოდიში არ მოიხადეს.

სამწუხაროა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ცილისწამება და თავდასხმა ევროკავშირის ზოგიერთი წევრის ხელწერად იქცა. სამწუხაროა, რომ ასე გააუფასურეს საკუთარი სიტყვა“,- წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, 24-მა დიპლომატიური წარმომადგენლობამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს შეეხება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი გმობენ „მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს“ და სოლიდარობას უცხადებენ მას. ასევე, მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

მოსამართლე მზია ამაღლობელს: „შეგიძლიათ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოთ“

მზია ამაღლობელს სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მიიღო, მან მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ვიდეო: „ეს არაა სამართალი! ეს არის საკუთარი თავის და სახის გადარჩენის მცდელობა და სამართალთან საერთო არაფერი აქვს“ – ადვოკატი მაია მწარიაშვილი მზია ამაღლობელის განაჩენზე

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირდა.

კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე, თავისუფლების აღკვეთა 2-იდან 6 წლამდე ვადით.

მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი „სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1 მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-იდან 7-წლამდე ვადით.

გიორგი გახარია: „მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში – ღირსების ბრძოლაში დამარცხდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g