LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიებას და ქართველი ხალხის მიმართ მსგავს შეუფერებელ ლაზღანდარობას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი საკუთარ ქცევაზე გასცემდა ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვას პასუხს“

109
შალვა პაპუაშვილი

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიების ნაცვლად, სჯობს სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის კითხვებს უპასუხოს.

„მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიებას და ქართველი ხალხის მიმართ მსგავს შეუფერებელ ლაზღანდარობას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი საკუთარ ქცევაზე გასცემდა ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვას პასუხს: რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე „ევრონაცების“ “ტაბულას” და „ნაცების“ “გია ჯაფარიძის” დაფინანსებას, რომელთა გაცხადებული მიზანი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა. ანუ მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელთა მიზანია “საქართველოს სუვერენიტეტის შესუსტება, შუღლის დათესვა და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შეფერხება“. – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მათივე თქმით, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g