LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „მოლდოვაში ვნახეთ სურათი, სადაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება – ანუ, რას ფიქრობს „საია“, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს?“

137
შალვა პაპუაშვილი

„გუშინ იცით, რომ მოლდოვაში არჩევნები შედგა, რომელსაც ოპოზიცია გაფაციცებით აკვირდებოდა. ჩვენ ვნახეთ სურათი, სადაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. ანუ, რას ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს?“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, დეზინფორმაციაა, რომ თითქოს 26 ოქტომბერს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობა დაირღვა.

შალვა პაპუაშვილი – „ოთხი წლის წინ ოპოზიციამ ხელი მოაწერა პირობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდნენ პარლამენტში, შემდეგ დაეწყვნენ და ყველა შევიდა, ახლა ეს სცენარი უკვე ფარსად მეორდება“

შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში, მოლდოვის მაგალითი მოიყვანა:

„მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა…“ – სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებას ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

„გუშინ იცით, რომ მოლდოვაში არჩევნები შედგა, რომელსაც ოპოზიცია გაფაციცებით აკვირდებოდა. ჩვენ ვნახეთ სურათი, სადაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. ანუ, რას ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს? ამას უპირებს მოლდოველ ხალხს საია?ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამხელა თაღლითობასთან გვაქვს უკვე საქმე ზოგიერთი NGO-ს მხრიდან, როდესაც ვეღარ პოულობენ ვერცერთ არგუმენტს თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და ხავსს ეჭიდებიან. ოღონდ ხავს, რომელიც ქართველ ხალხს უკვე დიდი ხანია დანახული აქვს. ეს არის პრობლემა. არასამთავრობო ორგანიზაციები, განსაკუთრებით ის, ვინც ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციას უწოდებს საკუთარ თავს და უცხოური დაფინანსებით მოქმედებს, ჩართული იყვნენ საარჩევნო კამპანიაში, მიზნად ჰქონდათ კონკრეტული საარჩევნო შედეგის დადგომა. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყვნენ და ახლა, როცა ეს შედეგი არ დადგა, ისინი ცდილობენ საკუთარი უცხოური დაფინანსება გამოიყენონ იმისთვის, რომ ქართველ, მოლდოველ, ბულგარელ, ლიეტუველ და პოლონელ ამომრჩეველს არჩევანი წაართვან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ხმების 98% დათვლილია: მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ ლიდერობს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ მან ხმების 54, 91% მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g