LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე: სამწუხაროდ, რთულია, წინასწარ განვჭვრიტოთ პრეზიდენტის ქცევა

259
fot (2)

სამწუხაროდ, რთულია, წინასწარ განვჭვრიტოთ პრეზიდენტის ქცევა. მთავარია არ არსებობს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები, რომლისთვისაც მისჯილი აქვს სასჯელი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი სააკაშვილი: მმართველი პარტია ალბათობას უშვებს, ფაქტია – სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიძლება შეიწყალოს

„სამწუხაროდ, რთულია, წინასწარ განვჭვრიტოთ პრეზიდენტის ქცევა ამ მხრივ. მთავარია არ არსებობს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები, რომლისთვისაც მისჯილი აქვს სასჯელი, რომ მის მიმართ არის სათანადო და უმაღლესი სტანდარტის მოპყრობა, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ. როდესაც არ არსებობს კითხვის ნიშნები, აქ მოლოდინი არის ის, რომ მიდგომაც უნდა იყოს სამართლიანი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g