LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შალვა რამიშვილს თავის გადაცემაში უხსენებია ჩემი შვილები, რომლებიც ყოველ დღე აქციებზე დგანან ხალხთან ერთად, ის კი, ისევ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს და ფარისევლურად იყენებს შვილებს“ – რამიშვილი ყოფილი მეუღლე

933
შალვა რამიშვილი და თეა აბაშმაძე

POSTV-ის დამფუძნებლისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე, თეა აბაშმაძე რამიშვილის მიერ, სატელევიზიო ეთერში შვილებზე გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

აბაშმაძე წერს, რომ შალვა რამიშვილი „ისევ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს და ფარისევლურად იყენებს შვილებს“

„შალვა რამიშვილს თავის გადაცემაში უხსენებია ჩემი შვილები, რომლებიც ყოველ დღე აქციებზე დგანან ხალხთან ერთად.

ის კი, ისევ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს და ფარისევლურად იყენებს შვილებს. თან, სხვა მისნაირებს აგულიანებს, უნდა გავუძლოთ შვილების ამბოხსო, იმ შვილების რომელთაც მომავალს ვუსპობთო.

ეს ჩემი შვილის საპასუხო წერილია, მის აღვირახსნილ უტიფრობაზე“. – წერს შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე, თეა აბაშმაძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, შალვა რამიშვილის POS TV-ის ეთერში განაცხადა, რომ შვილები განსხვავებული მოსაზრების გამო დაკარგა და რომ დღეს ისინი ქუჩაში დგანან, თუმცა მიუხედავად ამისა, მას ისინი უყვარს.

„ბოტების მოქსევა საკუთარი შვილის უკიდურესად დასამცირებლად, შალვა რამიშვილს კიდევ უფრო უტეხს სახელს“ – რამიშვილის ყოფილი მეუღლე მორიგ მიმართვას ავრცელებს

შალვა რამიშვილს თავის გადაცემაში უხსენებია ჩემი შვილები, რომლებიც ყოველ დღე აქციებზე დგანან ხალხთან ერთად. ის კი, ისევ…

Posted by Tea Abashmadze on Wednesday 4 December 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g