LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმე ქართული მედიის სირცხვილია, საერთოდ, ქართული ჟურნალისტიკის: პაპუაშვილი

140
შალვა პაპუაშვილი

მმართველი პარტიის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ქართული მედიის სირცხვილია. 

მისი თქმით, ქართული მედია საზოგადოებას ზაფრავდა, ამაში კი მედიასაშუალებებს ხელს უწყობდა ცენტრ “ემპათიის” დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი.

პაპუაშვილი ამ რეპლიკებით სწორედ ჯიშკარიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გააკეთა.

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ციხეთა სისტემა სააკაშვილისთვის უსაფრთხო არ არის და ის უნდა იყოს გათავისუფლებული: ჯიშკარიანი

“რაც შეეხება “ემპათიას” და მარიამ ჯიშკარიანს, ჩვენ ის გვახსოვს სხვა საქმეებიდანაც, გვახსოვს შაქარაშვილის, ბაჩალიაშვილის საქმეში. ეს გახლავთ ორგანიზაცია, ადამიანი, რომელიც ყველანაირად უმაგრებდა ხოლმე არგუმენტებს იმ ფანტასმაგორიულ თეორიებს, რომელიც მაშინ გვესმოდა.

ეს ორი საქმე – შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის, არის ქართული მედიის სირცხვილი, ქართული ჟურნალისტიკის საერთოდ.

მაშინ ჩვენს მოსახლეობას, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ტყუილები მოუყვა. ზაფრავდნენ საზოგადოებას, ოჯახის წევრებს და ამ ტყუილების გამოგონებას ხელს უწყობდა მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც საექსპერტო მოსაზრებებით ამბობდა, რომ შაქარაშვილის გარდაცვალება დადგა უფრო გვიან, ვიდრე ეს გამოძიებით იყო დადგენილი და ა.შ.

ყველანაირად იყენებდა იმას, რომ მის ორგანიზაციას აქვს საექსპერტო მიმართულება და ვითომ საექსპერტო მოსაზრებით ცრუ მონაცემებს ავრცელებდა. სხვათა შორის, ის თავად არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და ეს, დიდი ალბათობით, არის სამედიცინო ეთიკის დარღვევაც, როცა ხდება ოჯახის, საზოგადოების დაზაფვრა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობს ერთ რამეს და ობიექტური კონსილიუმისგან გვესმის სხვა რამ. ის გახლავთ ფიგურა, რომელსაც იყენებს მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ ყველანაირი აბსურდული ვერსია გაამყაროს.” – განაცხადა პაპუაშვილმა.

პოპულარულები