„უკანასკნელ პერიოდში უკრაინა იღებს მძიმე შეიარაღებას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაგრძელდეს”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, რადგან შემდეგი კვირები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს მიმდინარე ომში
„ეს მოხდა პირველად ევროკავშირის ისტორიაში – ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველსავე საათებსა და დღეებში ჩვენ უკრაინას მძიმე შეიარაღება გამოვუგზავნეთ.
უკანასკნელ პერიოდში უკრაინა იღებს მძიმე შეიარაღებას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვსურს ამაში მხარი დაგიჭიროთ, რადგან შესაძლოა, შემდეგი კვირები გახდეს გადამწყვეტი ამ ომში. სწორედ ამიტომ საჭიროა მსგავსი გადაწყვეტილებები. თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ ევროკავშირს – ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენთან მხარდამხარ, იმიტომ, რომ ჩვენ საერთო ოცნებას ვიზიარებთ“,- განაცხადა შარლ მიშელმა.