მსახიობობის გარდა, შარლიზ ტერონი აქტიური საზოგადო მოღვაწეა. ამ დღეებში იგი Clinton Global Initiative-ის სამიტზე გამოვიდა, რომელიც ნიუ-იორკში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ინიციატივით ჩატარდა.
„ჩვენ ერთად შეგვძლია გავხდეთ თაობა, რომელმაც შიდსი შეაჩერა, – განაცხადა მსახიობმა. – ვიცით რა როგორ მუშაობს. ვალდებულები ვართ ახალგაზრდობა საკუთარ ჯანმრთელობაზე დავაფიქროთ და ვაიძულოთ, გაუფრთხილდნენ მას.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცნობილი მსახიობი ამ დაავადებას ებრძვის. 2007 წელს მან ფონდი Charlize Theron Africa Outreach Project დააარსა, რომლის მიზანიც შიდსით დაავადებული აფრიკების დახმარება იყო.