მსოოფლიოში კორონავირუსის პანდემიისა და თვითიზოლაციის პირობებში ქალებზე ძალადობის პროცენტულმა მაჩვენებელმა საგრძნობლად მოიმატა.
თუკი მსოფლიო ვარსკვლავები კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდებში მილიონებს რიცხავენ, ოსკაროსანმა მსახიობმა, შარლიზ ტერონმა გადაწყვიტა, 1 მილიონი დოლარი პანდემიის დროს, ძალადობისგან დაზარალებული ქალების დასახმარებლად გაიღოს.
თანხები თანაბრად, ამერიკასა და მსახიობის სამშობლოში, სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ, ძალადობისგან დაზარალებულ ქალებს მოხმარდება.