LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაშკინი: ნინო ნადირაძემ იოზეფ მენგელეს, „სიკვდილის ანგელოზის“ სტილში, ცინიკურად სცადა ყველაფერი კვებისთვის გადაებრალებინა, მის ხელში სააკაშვილის დატოვება არ შეიძლება

341
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე იოზეფ მენგელეს სტილი გამოიყენა და ცინიკურად სცადა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა მთლიანად კვების რეჟიმისთვის გადაებრალებინა.

ამის შესახებ შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ ნადირაძის ხელში მესამე პრეზიდენტის დატოვება ნამდვილად არ შეიძლება.

რა თქვა ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე: „ეს იყო ერთადერთი ზეწოლა, როდესაც მე ჩავერიე ექიმის დანიშნულებაში..“

„მე და მთელმა საქართველომ დღეს „ვივამედის“ ხელმძღვანელ, ნინო ნადირაძეს მოვუსმინეთ და ამ ყველაფერმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ახლა ბევრად მკაფიოდ ჩანს პრობლემა, ვიდრე მანამდე, რადგან ასეთი ადამიანის ხელში მესამე პრეზიდენტის დატოვება ნამდვილად არ შეიძლება. ნინო ნადირაძემ, იოზეფ მენგელეს სტილში, ცინიკურად სცადა ყველაფერი კვებისთვის გადაებრალებინა. იოზეფ მენგელე „სიკვდილის ანგელოზი“ იყო. ნადირაძემ სცადა, მაგრამ ესეც არ გამოუვიდა. ეს იყო შევარდნაძის ეპოქაში ჩარჩენილი ადამიანის ჭორაობა, ნათქვამი ადამიანისგან, რომელსაც „ჰიპოკრატეს ფიცი“ აქვს დადებული. პრეზიდენტი სააკაშვილი მოწამლულია მძიმე მეტალებით. აქედან გამომდინარე, მას სჭირდება ისეთი მკურნალობა, რომელიც საქართველოს პირობებში შეუძლებელია. მინდა შეგახსენოთ, რომ მსგავსი შემთხვევა ჰქონდა ნავალნის, ლიტვინენკოს, სკრიპალებს, რომლებიც გადარჩნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი საზღვარგარეთ გადაიყვანეს“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ამავე თემაზე:

ნადირაძე: არის შურაცხყოფების კასკადი, მუქარები, მუდმივად მიწევს მედპერსონალის გამხნევება

ნადირაძე – ის საკვები, რაც სააკაშვილთან მოაქვთ, მაგალითად, შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნიორი და სოკოს შილა ფლავი, არაფერში წერია

ნადირაძე სააკაშვილის მნახველებზე: „სიხარულის ყიჟინაა ყველა დაკლებულ გრამზე.. როდესაც ექიმი გამოდის და ეუბნება, დღეს არა და ხვალ მოკვდები, ეს რომელ სამედიცინო ეთიკაში წერია?!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g