როგორც ცნობილია, დემი მური ჰემპტონის ნაციონალურ კინოფესტივალს დაესწრო. საღამომ ბრწყინვალედ ჩაიარა. 61 წლის მსახიობმა ულამაზესი შავი სამოსი მოირგო, რომელსაც საოცრად ორიგინალური მოსასხამი შეუხამა.
ღონისძიების მსვლელობისას მას ექს-მეუღლის და მისი სამი ქალიშვილის მამის, ბრიუს უილისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხეს.
„იცით, ეს ადრეც მითქვამს, დაავადება არის ის, რაც არის და არსად წავა. ვფიქრობ, ამის სრული მიმღებლობა უნდა გვქონდეს. იმ მდგომარეობისთვის, რომელშიც ბრიუსია, ის სტაბილურიადაა“, – ვარსკვლავმა.
შეგახსენებთ, უკვე ორ წელზე მეტია 69 წლის ბრიუს უილისი დემენციის დიაგნოზს ებრძვის.
როგორ ჩავიცვათ 60 წლის შემდეგ – დემი მურის დახვეწილი იმიჯი კინოფესტივალზე
დემი მურმა ბრიუს უილისს „მამის დღე“ გამორჩეულად მიულოცა