ინტერნეტსივრცეში 90-იანების ტოპ-მოდელის, კეიტ მოსი უახლესი ფოტოები ვრცელდება. 48 წლის ვარსკვლავი ახლო მეგობრის, ნიკი გრიმშოუს წიგნის პრეზენტაციას დაესწრო და ფოტოობიექტივის წინაშეც იპოზიორა. წვეულებაზე, რომელიც ლონდონის 5 ვარსკვლავიან სასტუმროში NoMad გაიმართა, კეიტი საოცრად დახვეწილი და სადა „ლუქით“ მივიდა.
მას შავი მასიური და ხავერდის, გრძელი კაბა ამშვენებდა, რომელსაც მოდელმა ყელსაბამები შეუხამა.
„2022 წლის შემოდგომის ნამდვილი ჰიტი“ – კეიტ მოსის გამოჩენა ავანგარდული ჟაკეტით სენსაციად იქცა