მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველის თქმით, „ერთმორწმუნე ოკუპანტები, ეძიებენ სრულ დამცირებას თავმოყვარე უკრაინელი ხალხის, რომელიც გმირულად იბრძვის“. ქადაგებისას პატრიარქმა „ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ომის შედეგებს ორივე მხარის უბრალო ადამიანები განიცდიან“.
„ერთმორწმუნე ოკუპანტები, უკრაინისა, რომელიც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა, როგორც ჩანს, ეძიებენ სრულ დამცირებას თავმოყვარე, მორწმუნე და მოძმე უკრაინელი ხალხის, რომელიც გმირულად იბრძვის თავისუფლებისთვის. ჩვენო საყვარელო ქრისტიანებო, ომი არასდროს ყოფილა უთანხმოების მოგვარების საშუალება. იარაღი იწვევს სიკვდილს და განურჩევლად კლავს ყველას. ამას მოწმობს ის ტრაგიკული კადრები, რომლებიც ბოლო 25 დღეა მთელ მსოფლიოში ტრიალებს. ამავე დროს ვინც ომის გზა აირჩია, საკუთარი ახალგაზრდობაც გაწირვისკენ მიჰყავს. ომის შედეგებს ორივე მხარეს უბრალო ადამიანები განიცდიან. უკრაინელი და რუსი დედები ომში წასულ შვილებს ემშვიდობებიან და ბევრი მათგანი უკვე გლოვობს მათ დაკარგვას. შეაჩერეთ ეს საშინელება, შეაჩერეთ ომი ახლავე. ეს სიგიჟე უკვე საკმარისია! რამდენ სისხლს გაუძლებს დედამიწა?! კიდევ რამდენ მკვდარს დაიტევს მის წიაღში, კიდევ რამდენი ცრემლი მორწყავს მის მიწას?!”– ამბობს მსოფლიო პატრიარქი.