LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება, დესტრუქციულ ძალებს სურთ, მაგრამ ვერ ეღირსებიან – თურნავა მთავრობის გადადგომაზე

68
BeFunky-collage (1)

“თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ? არ გრძნობთ?”, — ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას გრძნობდა თუ არა, მთავრობა უხერხულობას TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.

ნათია თურნავას სიტყვებით, “შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, რომ გადადგეს მთავრობა, მაგრამ ვერ ეღირსებიან”.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მომხდარზე მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

„შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, რომ გადადგეს მთავრობა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ვერ ეღირსებიან. ჩვენ პასუხს ვაგებთ, რომ იყოს სტაბილურობა, წესრიგი, განვითარება. ამ პანდემიურ ვითარებაში ეკონომიკა, რომელმაც, როგორც იქნა, სული მოითქვა და აღდგენა და გაჯანსაღება ხდება, ეს პოზიტიური ტენდენციები განვითარდეს.

რაც შეეხება კითხვას, გრძნობს თუ არ ვინმე მომხდარის გამო თავს უხერხულად, თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?!,“- მიმართა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.

რიჟვაძე ჟურნალისტს: თუ კარგად მოიქცევით, შეიძლება მთავრობის სხდომაზე დაგიშვათ

სოზარ სუბარი ჟურნალისტს: გადააყენეთ მთავრობა, თუ ჯერ ვერ?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g