ორი თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ ირინა შეიკი და ტომ ბრედი ერთმანეთს ხანმოკლე რომანის შემდეგ დაშორდნენ. თუმცა, ახლახან გაირკვა, რომ წყვილი კვლავ ერთად არის. მოდელი და ამერიკული ფეხბურთის ლეგენდა მაიამიში, პაემანზე შენიშნეს.
ირინა შეიკი და ტომ ბრედი კვლავ ერთად არიან – წყვილი მაიამიში პაემანზე შენიშნეს
მალევე ჰოლივუდის ერთ-ერთი ულამაზესი წყვილის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ინსაიდერის ცნობით, მალე მათი ურთიერთობა ოფიციალური გახდება.
„შეიკი და ბრედი თავიანთ ურთიერთობას მალე ოფიციალურ სახეს მისცემენ, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ წყვილი ახლანდელი მდგომარეობითაც კმაყოფილია. თითქოს ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ სურს პირველი ნაბიჯის გადადგმა“, – აცხადებს წყარო.
საყვარელი ქალის კვალდაკვალ – ტომ ბრედიმ შეიკს სახლში მიაკითხა – წყვილის უახლესი ფოტოები