„მაიკლ კორსის“ ჩვენების შემდეგ, ირინა შეიკმა ახალ გულის სწორთან, ტომ ბრედისთან განმარტოება გადაწყვიტა. ამჯერად მათი შეხვედრის ადგილი, მოდელის ბინა გახდა, რომელიც ნიუ-იორკის ცენტრში მდებარეობს.
პაპარაცებმა ირინა მაშინ გადაიღეს, როცა ულამაზესი „ლუქითა“ და აჩქარებული ნაბიჯებით მიემართებოდა ბინისკენ, რამდენიმე წუთში კი ფოტოგრაფებმა მის კვალდაკვალ ტომ ბრედიც შენიშნეს.
ირინას შავი კაბა ეცვა, რომელიც ლეოპარდის პრინტით იყო გაფორმებული, მის „ლუქს“ დიდი ზომის შავი ქუდი ასრულებდა.