ირინა შეიკი საზოგადოების გაოცებას აგრძელებს. მას შემდეგ, რაც მოდელი ამერიკული ფეხბურთის ლეგენდასთან, ტომ ბრედისთან ერთად მანქანაში, ინტიმურ ვითარებაში გადაიღეს, ის ყოფილ ქმართან, ბრედლი კუპერთან ერთად დასასვენებლად წავიდა და „ინსტაგრამზე“ მისი ფოტოც გაავრცელა.
მიუხედავად ზემოთ თქმულისა, შეიკისა და ბრედის რომანი გრძელდება და მათი ურთიერთობა დღითი დღე ღრმავდება. ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს.
„ტომი ერთ წამითაც არ ეჭვიანობს, პირიქით, ის აღფრთოვანებულია მათი ახლო, მეგობრული ურთიერთობით. ის ბრედლის დიდ პატივს სცემს და თვლის, რომ ის შესანიშნავი მამაა. ტომი მოხარულია, რომ ირინა და ბრედლი ერთობლივად ზრდიან ქალიშვილს“, – აცხადებს ინსაიდერი.
„ბრედლისაც ხვდება და ბრედისაც“, „გაერთე ირინა, გემოვნება ბრწყინვალე გაქვს“, „ვარსკვლავური სამკუთხედი“, – წერენ კომენტარებში.