LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოაქვს თუ არა სახელმწიფოს მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა

256

სახელმწიფო ვერ ახერხებს ყველა ვაქცინის შემოტანას, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინიის შემოტანაზე “ფორტუნას” კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, საქართველოში ეროვნული ვაქცინაციის ცხრილი არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, თუმცა ეს ცხრილი ვაქცინების მხოლოდ 95%-ს მოიცავს.

”პრობლემა იმაშია, რომ ეროვნული ვაქცინაციის ცხრილში ვაქცინების 100%-ით მოცვა არ გვაქვს და ასეთი არცერთ ქვეყანას არ აქვს. რაც შეეხება ბოლო პერიოდში მენინგოკოკური ინფექციის 2 შემთხვევას, მთავარია, რომ მშობლებმა დროულად მიმართონ ექიმს. მენინგოკოკური ინფექცია არის რამდენიმე სახის: ვირუსული და ბაქტერიული. ვირუსული ინფექციის რისკებს ვაქცინა ამცირებს, რაც შეეხება ბაქტერიულს, ამ შემთხვევაში დროული მკურნალობაა საჭირო” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში 2 თვიანი შუალედით მენინგიტის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ”ფორტუნას” განუცხადეს, რომ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ამ ორ შემთხვევას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები