LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ ხარ პირველი ადამიანი, ვინც ძალას მაძლევს“ – პედრო პასკალს ასაკობრივი კრიზისის დაძლევაში ტრანსგენდერი და ეხმარება

644
page

50 წლის პედრო პასკალმა აღიარა, რომ ასაკთან დაკავშირებული ეგზისტენციალური საკითხების დაძლევაში თავისი და, 33 წლის მსახიობი, ლუქს პასკალი ეხმარება.

„ჩემი და ლუქსი მარწმუნებს, რომ ასაკთან დაკავშირებული კრიზისის მიუხედავად, შემიძლია გზა გავაგრძელო… შენ ხარ პირველი ადამიანი, ვინც ძალას მაძლევს, რომ არ შევწყვიტო ბრძოლა, განსაკუთრებით ახლა, როცა ასაკობრივ კრიზისს ვებრძვი“ – განაცხადა პასკალმა ინტერვიუში, რომელიც Elle-ის 2025 წლის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ პედროსა და მის დას განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა აქვთ.

ცნობისთვის, ლუქს პასკალი ტრანსგენდერი ქალია. მან ამის შესახებ საჯაროდ 2021 წელს, გამოცემა Ya-თან ინტერვიუში განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ლუქსმა მაშინვე მიიღო ოჯახის სრული მხარდაჭერა. პედრო პასკალს კი არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისით აღფრთოვანებულია და დით საოცრად ამაყობს.

ფოტო/ვიდეო: „ყველას სურს პედრო“ – 50 წლის პედრო პასკალი Vanity Fair-ის გარეკანზე

წითელი საცურაო კოსტიუმი, ბუნგალო და წიგნი – პედრო პასკალის შარმი – 49 წლის მსახიობის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები