LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ ყველაფერი წამართვი, ჩემი სისხლიც გინდა? აჰა, აიღე!“ – ჯონი დეპი ემბერს ევედრება დანა აიღოს და დაჭრას

9612
page

ჰარდი-დეპის განშორებიდან ორი თვის შემდეგ, ექს-წყვილი ერთმანეთს პირველად სან-ფრანცისკოში მდებარე სასტუმროში შეხვდა. სწორედ აღნიშნული შეხვედრის აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვეს ახალ სასამართლო პროცესზე. ჯონი ემბერს დანის აღებას და მისთვის ჭრილობის მიყენებას სთხოვს.

„თუ არ წავედი, აქ იქნება სისხლიანი ბრძოლის ველი!“ – დეპი-ჰარდის დიალოგი 

ვიდეო: „ემბერს სააბაზანოში ვემალებოდი, ეს წლები გრძელდებოდა“ – ჯონი დეპის მორიგი სკანდალური ჩვენება 

„შენ ყველაფერი წამართვი, ჩემი სისხლიც გინდა? აჰა, აიღე!“ – ამბობს ჯონი, შემდეგ კი ჯიბიდან დანას იღებს და ჰარდს აწვდის.

ჩვენების მიცემის დროს დეპმა საკუთარი სიტყვები განმარტა და განაცხადა, რომ ეს ამაღელვებელი საუბარი იყო და რომ სისხლი ერთადერთი რამ გახლდათ, რაც ჯერ კიდევ ჯონს ეკუთვნოდა.

„მიდი ჯონ, მთელ მსოფლიოს უამბე, როგორ გახდი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, როგორ გცემდა ცოლი“, – ამბობს ჰარდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები