სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის შვილი ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში მამასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „მისი დამსახურებით უყვარს სიმართლე და ყოველთვის იცავდა მას, ვისაც ეს სჭირდებოდა“.
ნინი გოგაშვილი წერს, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს.
სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა – გამოძიება 3 მუხლით დაიწყო
„მა ბევრჯერ მიფიქრია როგორ გადამეხადა მადლობა შენთვის იმ ყველაფრისთვის, რაც შენ ჩემთვის გაგიკეთებია. ყოველთვის მინდოდა მეც გამეკეთებინა შენთვის რაიმე განსაკუთრებული. შენი დამსახურებით, მიყვარს სიმართლე და ყოველთვის ვიცავდი მას, ვისაც ეს სჭირდებოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ყველაზე მეტად შენ დაგჭირდებოდა ჩემი დახმარება უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში და იცოდე ბრძოლას მანამდე არ შევწყვეტ, სანამ შენ ისევ ჩვენთან არ იქნები!“, – წერს ნინი გოგაშვილი.
ამავე თემაზე: