გიორგი კეკელიძე ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს შეხვდა.
ამის შესახებ კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს და ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.
„თვეში ერთხელ მაინც ამბობდა ბაბუაჩემი, ამ სახლში ნანი ბრეგვაძეა ნაქეიფარიო. თვითონ კი არ დასწრებია იმ ქეიფს, ვისგანც იყიდა – იმან უთხრა. მაგრამ ისე ამბობდა, იმგვარი სიამაყით – საკუთარი ამბავი გეგონებოდა. ოზურგეთის სახლზე. სადაც გავიზარდე.
ჰოდა, ამასწინ შემხვდა საჯარო შეკრებაზე და მითხრა, შენი „გურული დღიურები“ სასთუმალთან მიდევსო – მე კიდევ ბაბუაჩემი გამახსენდა და მთელი დღე მეღიმებოდა.
დამპატიჟა. დილით ვესტუმრე და სხვა დანარჩენი ჩემი წიგნი, რაც მოვიძიე, წავიღე და წამოვიღე კეკესთვის დიდებული საჩუქარი – ფირფიტა მარად სამახსოვრო ავტოგრაფით,“ – წერს გიორგი კეკელიძე.




