10 მარტს, შერონ სტოუნს 63 წელი უსრულდება. ახლახანს „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავმა „ინსტაგრამის“ საშუალებით ფოტო გაავრცელა, სადაც „დოლჩე და გაბანას“ ქვედაბოლოთი და შავი ტოპოთ პოზირებს. ვარსკვლავმა ბრენდს მადლობა გადაუხადა. ის საოცრად გამოიყურებოდა.
ცნობისთვის, 62 წლის მსახიობი სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობს და გამომწერებს უახლესი ფოტოებით ანებივრებს. ბოლოს სტოუნი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაშინ მოხვდა, როდესაც „ვალენტინოს“ ჩანთით პოზირებდა და სიხარულისგან ემოციებს ვერ მალავდა.