LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, ჩურჩხელა მსოფლიოში ყველაზე მოდური და მოთხოვნადი პროდუქტი გახდეს

210
Kakheti,-Georgia-—-Churchkhela

ქართული ჩურჩხელა, შესაძლოა, მთელს მსოფლიოში მოთხოვნადი და მოდური პროდუქტი გახდეს – ამის შესახებ ვებგვერდი East-Fruit გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო განყოფილების ეკონომისტ, ანდრი იარმაკიზე დაყრდნობით წერს. იარმაკი მსოფლიო თხილის ბაზარზე არსებულ კონკურენციას ეხმაურება.

როგორც ანდრი იარმაკი ამბობს, მზარდი გლობალური კონკურენციის საფრთხეებს საქართველო თხილისგან დამზადებული პროდუქტებით უნდა ებრძოლოს. ექსპერტი ამის საუკეთესო საშუალებად ქართულ ჩურჩხელას ასახელებს.

„საკონდიტრო დარგში ქართული ტრადიციული ჩურჩხელა ჯანსაღი პროდუქტის კონცეფციას მთლიანად შეესაბამება. სწორი განვითარების პირობებში, შესაძლოა, ის მთელს მსოფლიოში მოთხოვნადი პროდუქტი გახდეს. მით უმეტეს, ევროპისა და აშშ-ს სუპერმარკეტების ქსელი სულ უფრო მეტ ჯანსაღ საკვებს ეძებს და მსოფლიოში ჯანსაღი კვების ტენდენცია მზარდია“ – აცხადებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო განყოფილების ეკონომისტი.

წყარო: East-Fruit

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g