LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, COVID-19-მა წელს ავიაკომპანიებს უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენოს, ვიდრე 2020 წელს

83
no-flights-sign

საავიაციო ინდუსტრია კრიზისამდელ დონეს 2024 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდებაროგორც საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) საგარეო ურთიერთობათა უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა სებასტიან მიკოსმა აღნიშნა, 2021 წლის პერსპექტივა კვლავ გაურკვეველი რჩება, რადგან COVID-19-ის მესამე ტალღამ, შესაძლოა, ავიაკომპანიებს ამა წლის პირველ კვარტალში უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენოს, ვიდრე 2020 წლის პირველ კვარტალში. სებასტიან მიკოსის კომენტარს “ავიანიუსი” ავრცელებს.

„ჩვენი პროგნოზია, რომ ინდუსტრია COVID-მდელ პერიოდს დაახლოებით 2024 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. ჩვენი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ვაქცინები მიმდინარე წლის ივნისისთვის იქნება ხელმისაწვდომი”, – აღნიშნა მიკოსმა და იქვე დასძინა, რომ საავიაციო ინდუსტრია ელოდება გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მისცემთ, აღადგინონ საერთაშორისო ტრაფიკი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები