LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ უამრავ ქვეყანაში უსაფრთხოების ცრუ განცდა არსებობს, რომ ვაქცინამ პანდემია დაასრულა და ვაქცინირებულ ადამიანებს უსაფრთხოების სხვა ზომების მიღება არ სჭირდებათ: ჯანმოს დირექტორი

163
enbazvii7jp5fgpkpgpwd6epka

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი თედროს ადანომ გებრეიესუსი შეშფოთებულია იმით, რომ კოვიდ-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები „უსაფრთხოების ცრუ განცდას“ თესავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ვირუსი ინტენსიურად გავრცელებას გააგრძელებს, რადგან საზოგადოებები სოციალურ აქტიურობასა და მობილურობას უბრუნდებიან.

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ უამრავ ქვეყანაში უსაფრთხოების ცრუ განცდა არსებობს, რომ ვაქცინამ პანდემია დაასრულა და ვაქცინირებულ ადამიანებს უსაფრთხოების სხვა ზომების მიღება არ სჭირდებათ.

ვაქცინები შველიან სიცოცხლეს, მაგრამ ისინი ბოლომდე ვერ აღკვეთენ ვირუსის გადაცემას“,- აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, კოვიდ პანდემიის ეპიცენტრად კვლავაც ევროპა რჩება. თუმცა, არც ერთი ქვეყანა არ არის საფრთხის მიღმა. ამასთან დაკავშირებით, ჯანმო-ს ხელმძღვანელი ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს, განაგრძონ ყოვლისმომცველი ზომების გატარება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ამ ზომებს შორის, არის ნიღბების ტარება და ფიზიკური დისტანცირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g