შეუძლებელია, ყოფილი პრემიერ – მინისტრი არ იყოს აქტიურ პოლიტიკაში, – ასე პასუხობს ვანო მერაბიშვილი „ტვ პირველის“ კითხვას, აპირებს თუ არა პოლიტიკურად გააქტიურობას.
თუმცა, მერაბიშვილი კვლავ არ პასუხობს კითხვას, რომელ პარტიაში ვიხილავთ. ამბობს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.
მას ჯერჯერობით არც იმასთან დაკავშირებით მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრობისა და შინაგან საქმეთა მინისტრობის შემდეგ იბრძოლებს თუ არა დეპუტატობისთვის, ახალციხის მაჟორიტარობისთვის.
ვანო მერაბიშვილი პარტიულად „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება: უგულავა
"საიდუმლო გავეცი?-არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს,"
კითხვაზე მაჟორიტარად იყრის თუ არა კენჭს, ვანო მერაბიშვილი პასუხობს:
„როცა გადაწყვეტილებას მივიღებ, საზოგადოებას აუცილებლად შევატყობინებ. გადაწყვეტილებას ვიღებ მე და ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, როგორც კი მიღებული იქნება“, – აცხადებს მერაბიშვილი.
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე, სადაც 6 წლისა და 9 თვის განმავლობაში იყო, 20 თებერვალს დატოვა.
