გასულ თვეს, ჯორჯ კლუნმა ბროდვეის სპექტაკლისთვის Good Night, and Good Luck ჭაღარა თმა ყავისფრად შეიღება, რამაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მას ახალ იმიჯს ბევრი უწუნებდა. როგორც ჩანს, თმის ახალი ფერი თავად მსახიობის მეუღლეს, ამალსაც არ მოსწონდა.
„ჩემი ცოლი ჩემზე იქრინჯება, სასტიკად არ მოსწონს ჩემი ახალი იმიჯი, ჩემი შვილები კი დაუსრულებლად იცინიან ჩემზე. არაფერი გცვლის და გაბერებს ისე, როგორც ასაკში შეღებილი თმა“, – განაცხადა ჯორჯმა.
ჯორჯ კლუნი ახალ იმიჯსა და შეღებილ თმას შეეგუა – 62 წლის მსახიობის უახლესი ფოტოები
და აი, შევერცხლილ ჯორჯი დაბრუნდა. ვარსკვლავმა ძველი იმიჯი დაიბრუნა და ის კვლავ მომხიბვლელად გამოიყურება. ჯორჯი პაპარაცებმა ნიუ-იორკში გადაიღეს, კეპის ქვეშ აშკარად მოჩანდა ჭაღარა თმა.
ცნობისთვის, სპექტაკლში შესრულებული როლისთვის კლუნმა „ტონი ევორდსის“ ჯილდოც დაიმსახურა. ასე რომ, რამდენიმე თვე შეღებილი თმით სიარული ამად ნამდვილად ღირდა.
„ჩემი ცოლი ჩემზე იქრინჯება“ – 63 წლის ჯორჯ კლუნმა თმა შეიღება და საყოველთაო აღშფოთებაც გამოიწვია





