LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხორვატიაში მატარებლით უფასოდ იმგზავრებენ

114
Aerial view of modern high speed train moving near alpine mountains and green fields, bike path at sunset in spring. Top view of train, railroad, road, meadows in summer. Railway station in Croatia

ხორვატიამ  მატარებლით უფასო მგზავრობის პროგრამა გააფართოვა. აქამდე ბილეთის გარეშე გადაადგილება უკვე შეეძლოთ სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და 65 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, ახლა კი ამ სიას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც დაემატნენ. სიახლის შესახებ The Region-ი წერს.

უფასო მგზავრობისთვის მათ დასჭირდებათ შესაბამისი ეროვნული ან ევროპული დამადასტურებელი მოწმობა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გაიცემა სპეციალური ბარათი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ხორვატიის მასშტაბით მეორე კლასით შეუზღუდავი რაოდენობის მგზავრობა განახორციელონ. ბარათის მიღება შესაძლებელია სადგურებზე, ასევე მისი გაგზავნა ხდება ელექტრონული ფოსტით ან ჩვეულებრივი ფოსტით.

კიდევ ერთი სიახლე ტურისტებისთვისაც სასიხარულოა – ქვეყანაში ამოქმედდა პირდაპირი მატარებელი ზაგრებიდან კურორტ პულამდე. მარშრუტის ნაწილი სლოვენიის ტერიტორიაზე გაივლის, რაც მგზავრებს კიდევ ერთ ტურისტულად მიმზიდველ მიმართულებას შესთავაზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები