LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვები, რომელიც 13 სექტემბრიდან ქვეყანაში დარჩება – საკოორდინაციო საბჭოს მორიგი გადაწყვეტილება

246
BeFunky-collage (10)

საკოორდინაციო საბჭომ დღეს, 7 სექტემბერს მორიგი გადაწყვეტილებები გააცნო საზოგადოებას.

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

(მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა. ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა).

სპორტული ღონისძიებების მონაწილეები უნდა იყვნენ აცრილი ან ჩატარებული ჰქონდეთ ტესტი, ბოლო 72 საათის განმავლობაში.

სპორტული შეჯიბრებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე.

ყველა სხვა შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში არსებობს ძალაში რჩება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორშაბათიდან,  13 სექტემბრიდან დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია.

შეთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის.

საპრიზო ფონდი სამ მილიონ ლარამდეა.

ყოველდღიური გათამაშების გარდა, იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება.

იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდი – დაწყებული 100 ლარიდან. 100 და 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად გათამაშდება 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო. ხოლო შემაჯამებელი გათამაშება იქნება წლის ბოლოს და მისი საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი.

ლოტოტრონის პრინციპით იქნება მხოლოდ საბოლოო გათამაშება, თუმცა სხვა ტექნიკურ დეტალებზე უკვე ლატარიის კომპანია გააკეთებს კიდევ უფრო დეტალურ განმარტებას.

ლატარიაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ერჯერადად აცრილ ადამიანებსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები