LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიშველმა სტუდენტებმა საქველმოქმედო კალენდრისთვის ლეკვებთან ერთად იპოზიორეს

181
3_Vet-students-strip-off-for-naked-2023-calendar-featuring-hats-horses-and-puppies

ავსტრალიაში სტუდენტმა-ვეტერინარებმა გაიხადეს და ცხოველებთან ერთად 2023 წლის საქველმოქმედო კალენდრისთვის იპოზიორეს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Star ავრცელებს.

მესამე კურსელების მიზანი ქველმოქმედებისთვის ფული შეგროვება იყო. ახალგაზრდებმა მთელი კრეატივი გამოიყენეს და გადაიღეს ცხოველებიც, მათ შორის ლეკვები და ცხენები.

პროექტის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ამ გზით ავსტრალიის წითელი ჯვრისთვის შეაგროვებენ ფულს. შემოსული თანხა იმ ადამიანების დახმარებისთვის დაიხარჯება, ვინც 2022 წლის წყალდიდობის დროს დაზარალდა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კალენდარი რიგით მე-13 იქნება და მთელი ამ დროის განმავლობაში სტუდენტებს 100 ათას დოლარზე მეტი აქვთ მოგროვებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები