LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შონ პენი კვლავ ცხელ ზონაშია – მსახიობი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ლვოვში ჩავიდა

167
page

შონ პენი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე მოვლენების ეპიცენტრშია, ის დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ცხელ ზონაში იყო ჩასული, შემდეგ კრაკოვში გაემგზავრა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

61 წლის შონ პენი ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა

„ისინი გამბედაობისა და პრინციპულობის ისტორიულ სიმბოლოდ იქცნენ“ – შონ პენი უკრაინაში გატარებულ მძიმე დღეებს იხსენებს

ახლა კი ირკვევა, რომ ვარსკვლავი კვლავ უკრაინაში, ცხელ ზონაში ჩავიდა, რათა ლტოლვილებისთვის განკუთვნილ საქველმოქმედო ორგანიზაციას პირადად დაეხმაროს.

მსახიობმა ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, მაქსიმ კოზიცკისთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა.

„დღეს მე ლვოვში, CORE-ის ის გუნდთან ერთად  ვიყავი, იმისათვის, რომ ორგანიზაცია უფრო მეტად განვავითაროთ. ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გუბერნატორ, მაქსიმ კოზიცკისთან“, – წერს პენი.

ფოტო: კვლავ მოვლენების ეპიცენტრში – შონ პენი უკრაინელი ხალხის სადარაჯოზე

https://twitter.com/SeanPenn/status/1508534810293112833?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1508534810293112833%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fmsoflio%2F243901%2Fshon-peni-ukraineli-ltolvilebis-dasakhmareblad-lvovshi-chavida

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები