ამ დღეებში სოციალური ქსელში მალტის აეროპორტში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც პოპულარული ქართველი მომღერალი გელა დონაძე ცნობილ იტალიურ სიმღერას მღერის პიანისტ სანდრო გეგეჭკორის აკომპანირებით როიალზე. ამ ვიდეოს ავტორი თავად სანდროა, რომელიც წერს, გელას სიმღერის გამო რეისები გადაიდოო, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მალტაში გელასთან ერთად იმყოფებოდა მისი ცოლიც – კომპოზიტორი და მომღერალი ანუკი ცქვიტინიძე.
„სანდროს მუსიკალური ინსტრუმენტი ფანატიკურად უყვარს და აეროპორტში როგორც კი ინსტრუმენტი დაინახა, მივიდა და დაკვრა დაიწყო. გელასაც სთხოვა, რამე შევასრულოთო. ინტერნეტში მხოლოდ ერთი ვიდეო გავრცელდა, მაგრამ ერთად ბევრი სიმღერა შეასრულეს, მათ შორის _ ქართული სიმღერებიც“, – უყვება ანუკი ცქვიტინიძე „სარკეს“.
კომპოზიტორმა ასევე აღნიშნა, რომ გელას მასზე უფრო მეტად სიამოვნებს შოპინგი, რაც შეეხება მოგზაურობისას საბუთების მოწესრიგებას, ეს ანუკის საქმეა:
– მე ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ გაუთვალისწინებელი რაღაცები წინ არ დამხვდეს. საბუთებს, ბილეთებს, პასპორტებს, ყოველთვის მე ვიბარებ და ამის გამო არასდროს გვქონია რაიმე ინციდენტი. აი, გელა კი, როცა გასტროლებზე ანსამბლთან ერთად ჩემ გარეშე ყოფილა, ორჯერ დაუგვიანია რეისზე და მომდევნო რეისით წამოსულა, ისევ და ისევ მაღაზიებში სიარულის გამო…
გელა საოცნებო პარტნიორია შოპინგისას. არც იღლება და მზად არის, ჩემი გულისთვის მოიაროს ყველა მაღაზია. სხვათა შორის, მაღაზიაში რომ შევდივართ, ის პირველი მიდის ქალების განყოფილებაში, რომ მე შემირჩიოს სამოსი, მე ამიტომ შესაბამისად შევდივარ კაცების განყოფილებაში, რომ მისთვის შევარჩიო“.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში.