LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული და-ძმა მეგი და გიგი გუტაშვილები საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს

710
Untitled design (3)

3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული მეგი და გიგი გუტაშვილების ცხედრები საგვარეულო სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.

დაღუპულთა ახლობლებს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს. გარდაცვლილთა რამდენიმე ოჯახის წევრს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 24 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. კვლავ მიმდინარეობს 9 ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები.

„გიგის სტუდენტობის მოლოცვის ნაცვლად თქვენ დაგტირით და თქვენთან ერთად ყველა დაღუპულს…“ – შოვში დაღუპულ და-ძმას გლოვობენ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g