შს მინისტრი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, გიორგი მღებრიშვილი ვარდების მოედანზე შვილთან ერთად მივიდა.
„დღევანდელი დღე იზიარებს ორ ემოციას – ტკივილსა და სიხარულს. სიხარული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ტკივილი იმ ადამიანების დაკარგვისა, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას. დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს ვულოცავ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, გიორგი მღებრიშვილმა პირობა დადო, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა მომავალმა თაობამ უსაფრთხო და ერთიან საქართველოში იცხოვროს.
