4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ 16 პირი დააკავა – ამის შესახებ შს მინისტრმა, გელა გელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განახადა.
გელა გელაძის თქმით, ამ დროისთვის, ჯამში დაკავებულია 62 ადამიანი.
„მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება იმ პირების გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, რომლებმაც 4 ოქტომბერს თბილისში კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს“, – თქვა გელა გელაძემ.