LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ მძიმე შეიარაღება.. მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას

96
BeFunky-collage

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ მძიმე შეიარაღება: დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, მძარცველმა დაკავების პროცესში პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

„ღონისძიების ფარგლებში, მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს მაღალპროფესიონალურად ღონისძიება, შეძლეს, რომ ხელყუმბარა, რომელიც მას ხელთ ჰქონდა, არ მოეყვანა მას მოქმედებაში. შესაბამისად, ოპერაცია დასრულდა მშვიდობით, ყველა მძევალი არის ჯანმრთელად, არანაირი პრობლემა მათ არ აქვთ”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g