LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: „იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე“ – მაშველები ამ დრომდე ეძებენ 3 ადამიანს, რომლებიც ავტომობილით ღამით მტკვარში გადავარდნენ

198
სამაშველო ოპერაცია

მდინარე მტკვარში უკვე 10 საათზე მეტია, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს – მაშველები ეძებენ 3 ადამიანს, რომლებიც ავტომობილით მდინარეში ღამით გადავარდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.

ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება.

მტკვარში მანქანა გადავარდა – ამოყვანილია ერთი პირი და მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები

თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა.

„თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრი გადავარდა მდინარე მტკვარში. შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკა.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – აცხადებენ შსს-ში.

ფოტო: „ambebi.ge“

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა რამდენიმე…

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on სამშაბათი, 13 მაისი, 2025

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g