LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოავლინა

91
poto

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ კარანტინის წესის დარღვევის გამო 103 პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 712 პირი დააჯარიმა.

ცნობისთვის, პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეები 20 ლარით ჯარიმდებიან. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის — 2 000-ით. იურიდიული პირები 10 000 ლარით ჯარიმდებიან. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

უწყება მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g