LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ პოლიციელის მიერ არაადამიანურად მოპყრობის შესაძლო ფაქტის შესწავლა დაიწყო

68

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქურდობის მცდელობისთვის ბრალდებული პირების, ლევან კუპატაძის და დავით სარალიძის, განცხადებების საფუძველზე, რომლებიც პოლიციას არაადამიანურ მოპყრობასა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ადანაშაულებენ, მოკვლევა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

კუპატაძე და სარალიძე პოლიციას უფლებამოსილების გადამეტების, არაადამიანური მოპყრობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მცდელობაში ადანაშაულებენ. აღნიშნული პირები ქურდობის მცდელობისთვის არიან ბრალდებულები და გირაოს სანაცვლად იმყოფებიან თავისუფლებაში. მათი შემდეგი სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 11 იანვარს. როგორც ბრალდებული აცხადებენ, ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g